ტრაქტორების საქმე

სოსო ცისკარიშვილი: დიდი სკანდალი წინ გველის

ნაცვლიშვილის ერთ-ერთი მიზანი კირვალიძის დაპატიმრებაა. ისე, ნორმალური ადამიანისთვის ახალგაზრდობის დროინდელი წყენა ასეთი მასშტაბის ქმედების საფუძველი არ უნდა გახდეს.
ახალგაზრდობაში დავით კირვალიძეს ნაცემი ჰყავს ლაშა ნაცვლიშვილი და, როგორც ჩანს, ზოგიერთი ასეთ წყენას იოლად ვერ ივიწყებს. ინციდენტის დეტალები არ ვიცი, თუმცა მაინც არ მინდა ვიფიქრო, რომ ნაცვლიშვილის შეტევა კირვალიძეზე მხოლოდ ძველ განაწყენებას უკავშირდება. მოკლედ, დაველოდოთ სასამართლოს და დარწმუნებული ვარ, დიდი სკანდალი წინ გველის

სოსო ცისკარიშვილი კვირის პალიტრასთან "ტრაქტორების" საქმეზე საუბრობს.

კომენტარები