ტრაქტორების საქმე

"ტრაქტორების საქმეზე" დაკავებული ორი პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების საქმეზე დაკავებული ორი პირი ოთარ ქარჩავა და ზაზა მახარობლიძე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლა. აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა. პროკურატურის მოთხოვნით 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მახარობლიძეს 3500 ლარიანი გირაო შეეფერდა. პროკურატურის შეუამდგომლობის საფუძველზე აღმკვეთი ღონისძიება ოთარ ქარჩავასაც შეეფარდა, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მიწვეული სპეციალისტის რანგში ჰყავდა დაქირავებული.

"გირაოთი გათავისუფლებულია კიდევ 2 პატიმარი, რომლებიც პროფესორები არიან. ისინი სრულიად უკანონოდ იმყოფებოდნენ პატიმრობაში და დარჩა კიდევ ორი პატიმარი ვაჟა ნახუცრიშვილი და გივი ქაიხოსროშვილი ", - განაცხადა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.

კომენტარები