ახალაიას საქმე

თინა ხიდაშელი: მთავარ პროკურორს არ უჭირავს ხელში ჯადოსნური ჯოხი

ბაჩო ახალაიას პროცესზე მნიშვნელოვანი პროცესი ძალიან ცოტა შეიძლება შედგეს საქართველოში შემდეგი წლების განმავლობაში. ამიტომ ეს ცალსახაა და ამის დანახვა უბრალოდ არ შეიძლება, მაგრამ, მეორე მხრივ, მე გუშინაც ვთქვი და დღესაც ვიმეორებ, რომ ჩვენთვის ბაჩო ახალაია გუშინდელის შემდეგ უდანაშაულო არ გამხდარა. უბრალოდ, დადასტურდა ის, რომ პროკურატურამ ვერ მოახერხა დაემტკიცებინა მისთვის ბრალი და ეს არის ძალიან სამწუხარო, მაგრამ რეალობა ასეა. იქ მუშაობს პროკურორების დიდი ნაწილი, ვინც ზურაბ ადეიშვილის დროსაც მუშაობდა და იცოდა, რომ მტკიცებულებების მოგროვება არ სჭირდებოდა, რადგან რასაც იტყოდნენ სასამართლოზე, მაინც ყველაფერი ჭეშმარიტებად იყო აღიარებული. მე არ შემიძლია არცერთი წამით ამ საკითხებში მთავარი პროკურორის რაიმე პრობლემა დავინახო, იმიტომ, რომ როდესაც 9 წლის განმავლობაში სისტემა ასე მუშაობდა. მთავარ პროკურორს არ უჭირავს ხელში ჯადოსნური ჯოხი, რომ უცბად, ყველა ის ადამიანი, ვინც პროკურატურაში 9 წელი ამ რეჟიმში მუშაობდა, პროფესიონალად შექმნას

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ჟურნალისტებს ესაუბრა.

კომენტარები