შეწყალება

თენგიზ გუნავა: არ ვიცი, დავრჩები თუ არა გუბერნატორის თანამდებობაზე

თენგიზ გუნავა
news.ge

"ჯერჯერობით არ ვიცი, დავრჩები თუ არა გუბერნატორის თანამდებობაზე. ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა და მასზეა დამოკიდებული", - აცხადებს პატიმრობიდან გათავისუფლებული თენგიზ გუნავა ინტერპრესნიუსთან საუბარში.

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი პრეზიდენტმა გუშინ, 30 ივლისს შეიწყალა. 12 ივლისს სასამართლომ მას თანხების გაფლანგვის ბრალდებით 4-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თენგიზ გუნავა მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელის და აცხადებს:

"მე რიგითი ჯარისკაცი ვარ და რასაც მეტყვის და როგორც დავილაპარაკებთ, იმის მიხედვით გავაგრძელებ ბრძოლას. ერთი წუთითაც არ მიფიქრია, რომ პოლიტიკიდან წავიდე. პირიქით, ვიმუშავებ უფრო აქტიურად ქვეყნის უკეთესობისთვის".

 

კომენტარები