ლუგარის ცენტრი

ნორლანდი: ლუგარის ლაბორატორია სინამდვილეში საქართველოს ექვემდებარება

georgia.usembassy.gov

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი რუსეთის მთავარი სანიტარის გენადი ონიშენკოს ბრალდებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორია არ არის აშშ-ის სამხედრო დანიშნულების ობიექტი და იგი არ არის ჩართული ბიოლოგიური იარაღის კვლევაში.

" ლაბორატორია სინამდვილეში საქართველოს ექვემდებარება. საქართველოს მხარემ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ლაბორატორია ღიაა და გამჭვირვალე დაწესებულებაა. ღია ინსტიტუტია მეცნიერებისთვის, მათ შორის რუსებისთვის, რომელთა ინტერესებშიც შედის თავად გაეცნონ ლაბორატორიაში მიმდინარე საქმიანობას. ის აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიით", - განაცხადა ნორლანდმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს 29 ივლისს, გენადი ონიშენკომ კიდევ ერთხელ გამოთქვა პრეტენზიები ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით და საქართველოს ხელისუფლების განმარტებები თბილისში მოქმედი ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებით არადამაკმაყოფილებლად შეაფასა.

კომენტარები