ნაციონალური მოძრაობის პრაიმერი

ექსპო ჯორჯიასთან დაკავებულები 100 ლარიანი ჯარიმებით გაათავისუფლეს

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

"ექსპო ჯორჯიასთან" დაკავებულ პირებს თბილისის საქალაქო სასამართლომ 100-100 ლარის ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა.  დავით ჩანტლაძემ, ირაკლი ჭუბაბრიამ და ფრიდონ მერებაშვილმა დანაშაული აღიარეს, რის შემდეგაც მათ ადმინისტრაციული ჯარიმა შეეფარდათ. დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ექსპო ჯორჯიასთან მიმდინარე აქციიაზე, სამართალდამცველებმა ეს სამი პირი დააკავეს. აქციის მონაწილეები  ნაციონალური მოძრაობის დასკვნითი პრაიმერის ჩატარებას აპროტესტებდნენ. პარალელურად მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე ირაკლი ჭუბაბრია, უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის გამოჩენას შეურაცხმყოფელი შეძახილებით შეხვდა. ტაბულას ჟურნალისტის ინფორმაციით, ჭუბაბრია კანდელაკს დაედევნა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილე დააკავეს. ამის შემდეგ, მცირე ხანში პოლიციამ აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ე.წ პოლიტპატიმარი ფრიდონ მერებაშვილი დააკავა.

კომენტარები