ნაციონალური მოძრაობის პრაიმერი

ნაციონალური მოძრაობის პრაიმერიზის პარალელურად აქცია ჩატარდება

ნანა კაკაბაძე
geworld.ge

ნაციონალური მოძრაობის თბილისში გასამართი პრაიმერიზის პარალელურად, აქციის ჩატარებას პარტია თავისუფალი საქართველო და არასამთავრობო ორგანიზაცია ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის აპირებენ. ნანა კაკაბაძის განცხადებით, აქციაზე გასული ხელისუფლების პირობებში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და მოქმედი ხელისუფლების მიერ ამნისტირებული პირებიც მივლენ. კაკაბაძის თქმით, აქციის მიზანია, ნაციონალური მოძრაობის წევრებს შეახსენონ, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისა და გასული 9 წლის გათვალისწინებით, მათ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლება არ აქვთ.

"ეს არის ის, რაც უნდა გაკეთდეს. იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც ხალხს აუპატიურებდა და აწამებდა, არ უნდა მიეცეს საშუალება პრაიმერიზის ჩატარების. სწორედ ამიტომ, 12:00 საათზე ექსპო ჯორჯიასთან მივდივართ. პრაიმერი უზნეოთა შორის უზნეოთა გამოსავლენად, უნდა გავაპროტესტოთ", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

ნაციონალური მოძრაობის რიგით მე-6 პრაიმერიზი ექსპო ჯორჯიაში 15:00 სთ-ზე დაიწყება. დებატები დავით ბაქრაძეს, ზურაბ ჯაფარიძეს, გიორგი ბარამიძესა და შოთა მალაშხიას შორის სხვადასხვა თემებზე გაიმართება.

კომენტარები