ნაციონალური მოძრაობის პრაიმერი

სამართალდამცველებმა ექსპო ჯორჯიასთან მიმდინარე აქციის ორი მონაწილე დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
RFE/RL

ექსპო ჯორჯიასთან მიმდინარე აქციიაზე, სამართალდამცველებმა  ორი პირი დააკავეს. ნაციონალური მოძრაობის დასკვნითი პრაიმერიზის პარალელურად მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე ირაკლი ჭუბაბრია, უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის გამოჩენას შეურაცხმყოფელი შეძახილებით შეხვდა. ტაბულას ჟურნალისტის ინფორმაციით, ჭუბაბრია კანდელაკს დაედევნა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილე დააკავეს. ამის შემდეგ, მცირე ხანში პოლიციამ აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ე.წ პოლიტპატიმარი ფრიდონ მერებაშვილი დააკავა.

კომენტარები