ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-ს საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძეა

დავით ბაქრაძის Facebook-ის გვერდი

ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე იქნება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოთხ საპრეზიდენტო კანდიდატს შორის, თბილისის პრაიმერზე დავით ბაქრაძემ პირველი ადგილი დაიკავა. ხმების მიხედვით, მეორე ადგილზე გიორგი ბარამიძე, მესამეზე ზურაბ ჯაფარიძე, ხოლო მეოთხეზე შოთა მალაშხია გავიდა. პრაიმერის საბოლოო შედეგები ”ექსპო-ჯორჯიაში” გამართულ შემაჯამებელ პრაიმერზე გამოცხადა.

შემაჯამებელ პრაიმერზე გამოცხადდა ონლაინ გამოკითხვის შედეგებიც, რომელიც ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ შედეგების მიხედვით, მეორე ადგილზე არა გიორგი ბარამიძე, არამედ ზურაბ ჯაფარიძე გავიდა.

კომენტარები