საქართველოს პრემიერმინისტრი

პრემიერი: ევროპელებს ფორმალური ვალდებულება აქვთ, გვკითხონ დაპატიმრებებზე

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI?fref=ts

„ევროპელებს ფორმალურად მაინც აქვთ ვალდებულება, რომ შეკითხვა დასვან ამ დაპატიმრებებთან დაკავშირებით, რომელიც აშფოთებს მთელს ევროპას, ამერიკას", - განაცხადა პრემიერმინისტრმა ტელეკომპანია აჭარასთვის მიცემულ ინტერვიუში.

ბიძინა ივანიშვილმა ლიტვაში მისი ვიზიტი წარმატებულად შეაფასა:

„ევროპელებს, ჩვენს მეგობრებს ძალიან აინტერესებთ, როგორი ხელწერა აქვს ახალ ხელისუფლებას, მაგრამ გარწმუნებთ, რომ უმაღლესი თანამდებობის პირებს ყველას გაცნობიერებული აქვს და აბსოლუტურად გაგებით ეკიდებიან ჩვენს კურსს. გასაგებია, რომ კითხვები რჩება, ზოგმა ყველაფერი უკვე იცის, მაგრამ ფორმალურად მაინც აქვთ ვალდებულება, რომ შეკითხვა დასვან ამ დაპატიმრებებთან დაკავშირებით, რომელიც აშფოთებს მთელს ევროპას, ამერიკას. მე გაგებით ვეკიდებოდი მათ ვნებათაღელვას, ვუხსნიდი, რომ კარგად მესმის, როდესაც ყოფილი პრემიერმინისტრი ციხეშია, მათ ეს შეკითხვები აბსოლუტურად ობიექტურად შეიძლება გაუჩნდეთ. მაგრამ რაც ყველაზე სასიამოვნო იყო, ჩვენ მათ გვიცნეს და იციან, რომ ჩვენ გულწრფელად მოვედით, გულწრფელი გუნდი მოვიყვანეთ და ძალიან ვცდილობთ, რომ ევროპული ტიპის ქვეყანა ავაშენოთ." - ამბობს ივანიშვილი.

პრემიერი მიიჩნევს, რომ მისი ვიზიტი წარმატებული იყო პოლონეთშიც:

„რაც უფრო მეტს ვმოგზაურობ, მით უფრო წარმატებული ვიზიტები მაქვს" - ამბობს პრემიერმინისტრი.

 

კომენტარები