უბედური შემთხვევა

ვაზიანის პოლიგონზე უბედური შემთხვევის შედეგად სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

Facebook.com
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე აღდგენილი იარაღის გამოცდისას, უბედური შემთხვევის შედეგად სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. 
 
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაიორმა ოტელო გულბიანმა სხეულის დაზიანება მიიღო, რის შემდეგაც კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.  
 
ოტელო გულბიანი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1992 წლიდან მსახურობდა. ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე იგი იარაღის გამოცდის ჩატარების ხელმძღვანელად იყო დანიშნული.
 
თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა გარდაცვლილი სამხედროს ოჯახს უსამძიმრებს. 

კომენტარები