საპრეზიდენტო არჩევნები 2013

საგარეო უწყება საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

mfa.gov.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საჭირო პროცედურების შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

"საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სურს არჩევნებში მონაწილეობის მიღება, უნდა დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე (თუ უკვე არ იმყოფება) 2013 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით, ან გაიაროს რეგისტრაცია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში ან საზღვარგარეთ შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა საკმაოდ მარტივი პროცედურაა და მისი განხორციელება შესაძლებელია: 1. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში გამოცხადებით ან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში საფოსტო გზავნილის მეშვეობით შესაბამისი დოკუმენტაციის გაგზავნით. ორივე შემთხვევაში საკმარისია მხოლოდ განცხადება-ანკეტის წარმოდგენა. არ მოითხოვება რაიმე დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენა. 2. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მეშვეობით სააგენტოს მეშვეობით საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა ხორციელდება ონლაინ რეჟიმში შემდეგი ვებ-გვერდის: http://intpass.cra.ge/ConsularMain.aspx  მეშვეობით. ამისათვის საჭიროა მხოლოდ განცხადება-ანკეტის შევსება და განმცხადებლისა და განაცხადის მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის დამყარება", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

კომენტარები