საპრეზიდენტო არჩევნები 2013

ჟვანია: მეორე ტურში ერთი კანდიდატის დარჩენისას, არჩევნები მაინც ჩატარდება

pirveliradio.ge

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთ-ერთი მონაწილე კანდიდატურას მოხსნის, მეორე კანდიდატი ავტომატურად გამარჯვებულად არ ჩაითვლება და არჩევნები მაინც ჩატარდება.

” მეორე ტურში გადადის საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი. ვინაიდან საქართველოში მოქმედებს პრეზიდენტის არჩევნებისთვის ორტურიანი საარჩევნო სისტემა. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მეორე ტურში ერთ-ერთმა კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა და მეორე დარჩა, ამ შემთხვევაში მაინც ჩატარდება არჩევნები ერთი კანდიდატურის პირობებში. დღევანდელი კანონმდებლობა სწორედ ასეთი სახით განმარტავს ამ კონკრეტულ სიტუაციას. თუმცა, მსგავსი პრაქტიკა საქართველოს პრაქტიკაში არ ყოფილა და მხოლოდ კანონის მეშვეობით შეგვიძლია აღნიშნული განმარტება გავაკეთოთ. მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ხელახალი არჩევნები, თუ მეორე ტურში გასულმა ორივე საუკეთესო შედეგის კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა”, - განმარტა ჟვანიამ.

კომენტარები