დევნილები

დევნილებისთვის ხელახალი რეგისტრაცია სავალდებულოა

timer.ge

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის დავით დარახველიძის თქმით, დევნილებს რომლებიც 1 აგვისტოდან 27 დეკემბრის ჩათვლით არ გაივლიან ხელახალ რეგისტრაციას, შეუჩერდებათ დევნილის სტატუსი და ფინანსური შემწეობა. 

როგორც მინისტრმა განაცხადა, რეგისტრაცია ხელს შეუწყობს დევნილების სპეციფიკური საჭიროებების განხილვას და მათთვის გრძელვადიანი გადაწყვეტილებების იდენტიფიცირებას, ასევე შემცირდება დევნილთა რიცხვი რადგან დარახველიძეს თქმით, გაყალბებული დევნილთა მოწმობებია დაფიქსირებული.

დევნილთა რეგისტრაციის პროცესს ქვეყნის მაშტაბით განახორციელებს 8 დიდი სარეგისტრაციო კომისია 10 წევრის შემადგენლობით და 4 მცირე კომისია, 5 წევრის შემადგენლობით.

''რეგისტრაციის შედეგად დევნილებს გადაეცემა ახალი, შედარებით დაცული პირადობის მოწმობები. იმ დევნილებს, რომლებიც 6 თვის განმავლობაში ვერ გამოცხადდებიან რეგისტრაციის გასავლელად, შეუჩრდებათ დევნილის სტატუსი და დევნილის შემწეობა'' - განაცხადა დავით დარახველიძემ. 

რეგისტრაციის პროცესში დამკვირვებლები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიიღებენ მონაწილეობას. ახალ მოწმობების გაცემა 1 ნოემბრიდან დაიწყება. დაინტერესებულ პირებისთვის 23 ივლისიდან ცხელი ხაზი ამოქმედდება.

კომენტარები