საია

კახა კოჟორიძე დეპუტატ თინა ხიდაშელს პასუხობს

კახა კოჟორიძე
timer.ge

"ცუდია, როდესაც ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის ამა თუ იმ მოვლენაში, რომელიც უფლებების რღვევას შეიცავს, მთავარი არა ეს დარღვევა, არამედ საია-ს აქტიურობაა, - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის თინა ხიდაშელის საპასუხოდ.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა თინა ხიდაშელმა საზოგადოების მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხანდახან საკუთარი განცხადებებით არასამთავრობო ორგანიზაციის ფუნქციას სცდება.

"ვწუხვარ იმის გამო, რომ როდესაც რაღაც მნიშვნელოვანი ხდება და ადამიანის უფლებების სავარაუდო რღვევას აქვს ადგილი, ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობთ და ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის ყველაზე ცუდი, როგორც ჩანს, არის საია-ს აქტიურობა და არა ის, თუ რა სახის სავარაუდო რღვევას აქვს ადგილი. ქალბატონი თინა ხიდაშელი აბსოლუტურად არასწორად მოიქცა, როდესაც მამუკა მიქატაძის საქმეზე ჩვენ ვითხოვდით საქმის გადაცემას შს სამინისტროს მხრიდან პროკურატურისთვის, მან კი თქვა, რომ ეს არის არაპროფესიონალური მოთხოვნა. მაშინ, როდესაც კანონში პირდაპირ წერია, რომ როდესაც პოლიციელი ჩადის დანაშაულს, ეს უნდა გამოიძიოს პროკურატურამ", - განაცხადა კოჟორიძემ.

 

კომენტარები