ნაციონალური მოძრაობა

თელავში გამართულ პრაიმერიში დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა

დავით ბაქრაძის Facebook-ის გვერდი

"ნაციონალური მოძრაობის" თელავში გამართულ პრაიმერიში დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა. პრაიმერი ადამიანის უფლებებსა და მართლწესრიგის საკითხებს შეეხებოდა. კენჭისყრის შედეგებით, პირველი ადგილზე დავით ბაქრაძე გავიდა. მეორე ადგილი შოთა მალაშხიამ, მესამე გიორგი ბარამიძემ და მეოთხე ადგილი ზურაბ ჯაფარიძემ დაიკავა. 

"დღევანდელი დღე არის ყველა იმ ადამიანის გამარჯვება, ვისაც უნდა, "ნაციონალური მოძრაობა" ჩამოყალიბდეს ახალ პარტიად, სადაც გადაწყვეტილებას იღებს ხალხი და პარტიის ყველა წევრი. ჩვენ დღეს მოვისმინეთ განსხვავებული მოსაზრებები და თითოეულმა თქვენგანმა გააკეთა არჩევანი. ეს არის პარტიის სიძლიერე, როდესაც ხალხი უსმენს და ირჩევს. არ არსებობს რთული თემა, თუ ხალხს ელაპარაკები გულახდილად, გახსნილად და ობიექტურად. ჩემი ამოცანა იქნება, ვიყო გულწრფელი და ობიექტური და ვისაუბრო იმ რთულ თემებზე, როგორზეც დღეს ვისაუბრეთ, რადგან სწორედ გულახდილობა და სიმართლე არის გასაღები, რომელიც ჩვენს საზოგადოებას გააერთიანებს"-განაცხადა ბაქრაძემ. 

კომენტარები