დინამო თბილისი

კოტ დივუარელი თავდამსხმელი პატრიკ ვოუ დინამო თბილისში ჩაირიცხა

პატრიკ ვოუ
fcdinamo.ge

დინამო თბილისის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა ცნობა იმის შესახებ, რომ 26 წლის კოტ დივუარელი თავდამსხმელი ჯიბრილ არსენ პატრიკ ვოუ ამიერიდან თბილისურ კლუბში ითამაშებს. ვოუ სხვადასხვა დროს პორტუგალიურ სანტა კლარას და აკადემიკას შემადგენლობაში თამაშობდა, სამჯერ კი სხვადასხვა კლუბში იყო განათხოვრებული. უკანასკნელი სამი სეზონი თავდამსხმელმა კვიპროსზე, ლიმასოლის აელში გაატარა. გასულ წელს ვოუმ 24 მატჩში 11 გოლის გატანა მოახერხა, კვიპროსის თასზე კი 5 შეხვედრაში 4-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. კოტდივუარელ ფორვარდს ევროტურნირებზე ასპარეზობის გამოცდილებას აქვს - ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 6 მატჩში 2 გოლი გაიტანა, გასულ წელს კი აელთან ერთად ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ითამაშა.

დღეს საღამოს, დინამოს საწვრთნელ ბაზაზე ვოუმ ვარჯიშიც მოასწრო, რომლის ამსახველ კადრებს დინამოს ვებგვერდი ავრცელებს.

კომენტარები