ვანო მერაბიშვილის საქმე

ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი ვანო მერაბიშვილს შეხვდა

wikipedia.org

ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი იაცეკ პროტაშევიჩი დღეს წინასწარ პატიმრობაში მყოფ ვანო მერაბიშვილს შეხვდა. მერაბიშვილის ადვოკატი ადასტურებს, რომ შეხვედრა შედგა, თუმცა ამბობს, რომ მისთვის საუბრის დეტალები უცნობია.

ევროპის სახალხო პარტიის პოლონური დელეგაციის ხელმძღვანელი და ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელია ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე "საქართველოს ევროპული გზა: ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორები - ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისკენ".

პრესრელიზის მიხედვით, ვიცეპრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, მათ შორის, პრეზიდენტთან, პრემიერთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, იუსტიციის მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

 

კომენტარები