ეკონომიკური ზრდა

მთავრობამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

მთავრობის მიერ დაანონსებული 6%-იანი ეკონომიკური ზრდა არარეალისტურია - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს 3 ივლისს, მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა.

ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები მთავრობას რამდენიმე თვის მანძილზე ურჩევდნენ, ადრე პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გადაეხედა.

ივნისში EBRD-ის, Fitch Ratings-ისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც დაწია. ამ ორგანიზაციების პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 3%-ით გაიზრდება. მათი შეფასებით მთავარი პრობლემა გაურკვევლობაა, რომელიც ინვესტორებს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით აქვთ: იმისთვის რომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფად გაიზარდოს, პოლიტიკური დაძაბულობა უნდა მოიხსნას და მთავრობამ ცხადი გახადსო, როგორ აპირებს ქვეყნის მართვას, რა არის მისი პოლიტიკა.

კომენტარები