ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მერაბიშვილის დაკავებაზე შეშფოთებას გამოთქვამს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით და ხელისუფლებას მოუწოდებს თავი აარიდოს შერჩევითი სამართლის გამოყენებას. ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციის 152 პარაგრაფში ვკითხულობთ.

"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, იხსენებს რა მონაკოში 2012 წელს მიღებულ რეზოლუციას საქართველოში სიტუაციის შესახებ, მიესალმება ძალაუფლების პირველ მშვიდობიან გადაცემას, ხაზს უსვამს კანონის უზენაესობის მნიშვნელობას, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას თავი აარიდოს შერჩევით სამართლის გამოყენებას და გამოხატავს შეშფოთებას ვანო მერაბიშვილის, ყოფილი პრემიერმინისტრის და სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატის, წინასწარ პატიმრობაში გატოვების გამო", - წერია დეკლარაციაში. 

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, დეკლარაციის ამ ნაწილს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებიც არ შეწინააღმდეგებიან. 

 

კომენტარები