საპრეზიდენტო არჩევნები 2013

საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს ჩატარდება

Reuters

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს ჩატარდება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას სავარაუდოდ ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი, შალვა ნათელაშვილი, ნინო ბურჯანაძე, სალომე ზურაბიშვილი და ნესტან კირთაძე მიიღებენ. 

ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატს პრაიმერი განსაზღვრავს. პრაიმერში მონაწილეობას გიორგი ბარამიძე, ზურაბ ჯაფარიძე, შოთა მალაშხია და დავით ბაქრაძე იღებენ. 

კომენტარები