ევროკავშირის გაფართოება

ხორვატია ევროკავშირის წევრი გახდა

ხორვატია დღეს ევროკავშირის 28-ე წევრი გახდა. კავშირში შესვლა ზაგრებში ფეიერვერკით აღნიშნეს. დღესასწაულს ევროკომისიის პრეზიდენტი ხოსე მანუელ ბაროზოც დაესწრო. ქვეყნის პრეზიდენტმა ივო იოსიპოვიჩმა დღეს იტორიული უწოდა. 

ბოლოს ევროკავშირში 2007 წელს ბულგარეთი და რუმინეთი გაწევრიანდნენ. 

თუმცა, ბევრის აზრით, ხორვატიის კავშირში ახლა გაწევრიანება უდროო იყო. ქვეყანაში ყოველი მეხუთე სრულწლოვანი უმუშევარია, ამას ევროკრიზისიც ემატაბა, რაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ეჭვქვეშ აყენებს. თუმცა კავშირში გაწევრიანება მოსახლეობაში მაღალი მხარდაჭერით სარგებლობს: გასულ წელს მოსახლეობის ორმა მესამედმა კავშირში შესვლას დაუჭირა მხარი. 

მიუხედავად გაწევრიანებისა, ევროკავშირის მაღალჩინოსნები ხშირად გამოთქვამენ შეშფოთებას ქვეყანაში არსებული კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის შესახებ. 

 

 

 

კომენტარები