ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-ს საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსვლენად კონფერენცია მიმდინარეობს

Geonews.ge

ქუთაისის ოპერაში ნაციონალური მოძრაობა კონფერენცია მართავს, რომელმაც პრაიმერის ფარგლებში პირველი რეგიონული კონფერენციის გამარჯვებული უნდა გამოავლინოს. ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი სწორედ ამ წესით, შიდაპარტიული არჩევნების გზით გამოვლენას გეგმავს.

პრაიმერიში მონაწილეობას ოთხი კანდიდატი - დავით ბაქრაძე, ზურაბ ჯაფარიძე, შოთა მალაშხია და გიორგი ბარამიძე მონაწილეობს. კონფერენციაში 450 დელეგატი მონაწილეობს იმერეთიდან, რაჭა-ლეჩხუმიდან და ქვემო-სვანეთისგან. კანდიდატებმა უკვე დააფიქსირეს საკუთარი ხედვა ეკონომიკურ და რეგიონულ საკითხებზე, რის შემდეგაც დებატები დაიწყება. კონფერენციის ბოლოს, კანდიდატები დარბაზიდან შეკითხვებსაც უპასუხებენ. 19:00 ცნობილი გახდება, ვის დაუჭირეს მხარი დელეგატებმა, რომელთა რეგისტრაციაც ცოტა ხნის წინ დასრულდა.

კომენტარები