საქართველოს პარლამენტი

უსუფაშვილი მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორის ასამბლეაზე იმყოფებოდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, დღეს, 29 ივნისს, ათენში, მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორის ასამბლეაზე იმყოფებოდა. უსუფაშვილმა 22 წევრი ქვეყნის დელეგატებს, რომლებიც საბერძნეთის პარლამენტის ინიციატივით შექმნილ ამ ინტერ-საპარლამენტო სხეულში ერთიანდებიან, სიტყვით მიმართა და 2015 წელს, ასამბლეის საქართველოში ჩატარება შესთავაზა.

უსუფაშვილმა ასამბლეაზე სიტყვის გამოსვლისას პარლამენტარებს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საუკეთესო სურვილებიც გადასცა. მისი თქმით, ის ასამბლეაზე პატრიარქის კურთხევით იმყოფებოდა. ნეტგაზეთის ცნობით, დავით უსუფაშვილმა, ასევე განაცხადა:

"ეს არის 20 წლისთავი ამ ორგანიზაციის ჩვენ ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას, რომელშიც ასახულია ის ღირებულებები, რასაც მართლამდიდებლური ქრისტიანული მოძღვრება საუკუნეების განმავლობაში გვასწავლის და ის რაც თანამედროვე მსოფლიოში პოლიტიკურ დონეზე არის გასათვალისწინებელი"– განაცხადა უსუფაშვილმა .

მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის წევრები არიან: სომხეთი, რუსეთის ფედერაცია, ალბანეთი, ბელარუსი, ბუგლარეთი, ყაზახეთი, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, მოლდავეთი, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, ფინეთი, მონტენეგრო, ჩეხეთი, ესტონეთი.

კომენტარები