ნაციონალური მოძრაობა

ნაციონალური მოძრაობა პრაიმერის კანდიდატებს ასახელებს

საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევ პრაიმერიში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები იქნებიან დავით ბაქრაძე, გიორგი ბარამიძე, ზურაბ ჯაფარიძე და შოთა მალაშხია - ამის შესახებ 29 ივნისს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, მიუხედავად სერიოზული პოლიტიკური წნეხისა, ნაციონალურმა მოძრაობამ პრაიმერიზე უარი არ თქვა და ის მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა იმედი გამოთქვა, რომ "მიუხედავად თავდასხმებისა, წინასაარჩევნო პერიოდი ნორმალურ გარემოში ჩაივლის."

მისივე თქმით, 1 ივლისიდან დაიწყება ონლაინ კენჭისყრაც, რომელში მონაწილეობა, დარეგისტრირების შემთხვევაში, ყველა საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოქალაქეს შეეძლება.

ნაციონალური მოძრაობის ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი ივლისის ბოლოს გამოვლინდება.

კომენტარები