NBA

თორნიკე შენგელია შესაძლოა ბოსტონ სელტიკსში გადავიდეს

თორნიკე შენგელია
pingshoops.com

გავრცელებული ინფორმაციით, ბოსტონ სელტიკსსა და ბრუკლინ ნეტსს შორის შეთანხმება, რომლის თანახმად გუნდებს შორის მოთამაშეთა გაცვლა მოხდება, მიღწეულია. ბრუკლინში ბოსტონიდან კევინ გარნეტი, პოლ პირსი და ჯეისონ ტერი გადავლენ, ნეტსი კი სელტიკსში სანაცვლოდ ჯერალდ უოლასს, კრის ჰამფრისს, რეჯი ევანს, კრის ჯოზეფს და თორნიკე შენგელიას გაუშვებს. წყაროს ინფორმაციით, სელტიკსი ასევე 2014, 2015, 2016 და 2018 წლის დრაფტზე პირველ რაუნდში არჩევის უფლებას მიიღებს.

СBS-ის სპორტული მიმომხილველის კენ ბერგერის ვერსიით, გარიგებაში თორნიკე შენგელია რეჯი ევანსით შეიცვლება. ყველაფერი ოფიციალურად 10 ივლისის შემდეგ გაფორმდება და სწორედ მაშინ გახდება ცნობილი, გადავა თუ არა შენგელია ბოსტონ სელტიკსში.

გარიგება ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია,რადგან ნეტსის შემადგენლობაში არსებულ ისედაც ძლიერ მოთამაშეებს - ჯო ჯონსონს, დერონ უილიამსს და ბრუკ ლოპესს, ბოსტონიდან სამი ექსტრაკლასის კალათბურთელი შეუერთდება. თავის მხრივ, სელტიკსში ახალი გუნდის შენებას აპირებენ და ეს, როგორც ჩანს, რაჟონ რონდოს ირგვლივ მოხდება, ასეთ სიტუაციაში კი შენგელიას, უოლასისა და ჰამფრისის გარდა, 4 წლის განმავლობაში დრაფტზე პირველი არჩევნის უფლების მიღებაც ძალიან მნიშვნელოვანია.

კომენტარები