ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ხიდაშელი: ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებით დებატები არ გაიმართება

PPCOE / wikipedia

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი facebook-ის პირად გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ევროპის სახალხო პარტიას საქართველოს თემაზე დებატების გამართვაზე უარი უთხრა. 

ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დღის წესრიგში 24 ივნისის დილისთვის მითითებული იყო, რომ იგეგმებოდა დებატები თემაზე - საქართველოში მდგომარეობის გაუარესების შესახებ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ დაგეგმილ დებატებს სახელი შეუცვალა და დებატები საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ უწოდა. დებატებისთვის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველოში სიტუაციის გაუარესებაზე აქცენტის გაკეთება ევროპის სახალხო პარტიის სურვილი იყო, თუმცა ამაზე ბიურომ უარი თქვა. "წინასწარი ვერდიქტი, რომელიც EPP-ს უკვე გამოტანილი აქვს და, როგორც ჩანს, დებატები არ აინტერესებს, ბიურომ არ მიიღო", - განაცხადა ხიდაშელმა. 

ასამბლეის ვებგვერდზე დებატების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ გამოქვეყნებულა. 

 

 

 

კომენტარები