საოკუპაციო ხაზი

ივანიშვილი: საოკუპაციო ხაზის გადმოწევის გამო ისტერიკაში არ უნდა ჩავვარდეთ

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რუსეთის საოკუპოაციო ძალების მიერ სასაზღვრო ზოლის გამაგრებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიქცევისათვის მაქსიმუმს აკეთებს.

"ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა საქმის კურსში ჩაგვეყენებინა. ეზოდან გაყავთ ზოგიერთი მოქალაქე. 2-3 დღის განმავლობაში ხდება მათი დაკავება და შემდეგ ათავისუფლებენ. რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელია. ჩვენ მაქსიმალურად ავწიეთ ეს თემა და ამას გავაგრძელებთ. მაგრამ არ მინდა, რომ ისტერიკაში ჩავვარდეთ და გავაკეთოთ უფრო მკაცრი განცხადებები", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერმა არნიშნა, რომ, მისი აზრით, ამგვარი ქმედებები თავად რუსეთის ინტერესებში არ შედის.
"ეს არ ჯდება თავად რუსეთის ინტერესებში იმის შემდეგ, რაც ჩვენ გადავდგით გარკვეული ნაბიჯები სავაჭრო ურთიერთობის დალაგებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, იგრძნობა ბევრი პოზიტიური ქმედება – მუდმივი რეისები შეიძლება დაინიშნოს. ვიზის გაიოლებასა და გაუქმებაზეა საუბარი. ამის პარალელურ რეჟიმში კი, ასეთი პროცესების მიმდინარეობა აბსოლუტურად გაუგებარია და ბევრ კითხვას ბადებს", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები