საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები

პირველად ისტორიაში ქართველი ძიუდოისტი გოგონა ევროპის ჩემპიონი გახდა

მარიამ ჯანაშვილი
www.judoinside.com

ქართველი ძიუდოისტი მარიამ ჯინაშვილი, კადეტთა შორის ევროპის ჩემპიონია. სპორტსმენმა ესტონეთში გამართულ ევროპირველობაზე, 52 კგ წონით კატეგორიაში ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ოთხივე იპონით მოიგო.

ეს პირველი შემთხვევაა ქართული ძიუდოს ისტორიაში, როდესაც ქართველი გოგონა ერვროპის ჩემპიონი გახდა.

ჯანაშვილმა რუმინელ ტეოდორა ბალასოუს, ჰოლანდიელ ჯული კემინკს, თურქ დამლა ჩალისკანს, ხოლო ფინალში ჰოლანდიელ ფლეურ დენ დეკერს სძლია.

ქართველი გოგონებისთვის ეს ტურნირზე უკვე მეორე მედალია. ასევე პირველად ქართული ძიუდოს ისტორიაში, 21 ივნიის მზია ბებოშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კომენტარები