საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები

ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძიუდოისტებმა პირველი ადგილი დაიკავეს

ბექა ღვინიაშვილი, თამაზ თევზაძე, გია გუგავა და გურამ თუშიშვილი
msy.gov.ge

20-22 სექტემბერს, ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში, ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის, ევროპის ჩემპიონატზე, ქართველმა ძიუდოისტებმა წარმატებით იასპარეზეს და 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

საქართველოს გუნდმა, გუნდურ ჩათვლაში 41 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა.

დღეს, ამ ფაქტთან დაკავშირებით, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც სპორტსმენთა გარდა, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, თამაზ თევზაძე და ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი, გია გუგავა ესწრებოდნენ. 

კომენტარები