შს მინისტრი

ღარიბაშვილი: გამოძიება ნაციონალურ მოძრაობასთან არ ითანამშრომლებს

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/irakli.garibashvili.96

შს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, წინასწარი გამოძიება ნაციონალურ მოძრაობასთან სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავებთან დაკავშირებით არ ითანამშრომლებს, რადგან ეს ნიშნავს, რომ დამნაშავეს თავისი დანაშაული გამოაძიებინო.

"ეს ადამიანები იყვნენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და ძალიან კომფორტულად გრძნობდნენ თავს. დარწმუნებული ვარ, ბევრმა მათგანმა იცოდა, რა ხდებოდა ციხეებში, პოლიციაში და ა.შ. შესაბამისად, მათ არ აქვთ მორალური უფლება გამოძიებაში ჩაერთონ. ეს სასაცილოა. ეს იგივეა, დამნაშავეს გამოაძიებინო საკუთარი საქმე. გამოძიებას არ სჭირდება მათთან თანამშრომლობა, რაში უნდა გამოგვადგნენ ისინი," განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები