ფარული ჩანაწერები

დავით ზურაბიშვილი ფარული ჩანაწერების შესახებ

დიპლომატიური კორპუსის ინფორმირება სავსებით საკმარისი გახლდათ იმის ილუსტრირებისთვის, რომ სექსუალური ძალადობა სისტემატურად გამოიყენებოდა წინა ხელისუფლების რეპრესიული აპარატის მიერ. აი, ჟურნალისტებისთვის კინოსეანსის მოწყობას რა აზრი ჰქონდა, მე პირადად აზრზე არა ვარ. დიპკორპუსთან შეხვედრის შემდეგ ძალადობის ფაქტების უარყოფას ყველაზე ორთოდოქსი მიშისტებიც ვერ შეძლებდნენ, ის კი არ უნდა ყოფილიყო რთული მისახვედრი, რომ ჟურნალისტებისა და არასამთავრობოების მოწვევა მხოლოდ კინკლაობას და ხმაურს გამოიწვევდა და მთელი აქცენტები (ბოდიში კვესიტაძის ალუზიისთვის) სულ სხვა საკითხებზე გადანაცვლდებოდა

კომენტარები