ტრანსფერი

შოთა გრიგალაშვილი კვიპროსულ ანორთოსისში ითამაშებს

შოთა გრიგალაშვილი
http://sportall.ambebi.ge/

საქართველოს ნაკრების წევრი შოთა გრიგალაშვილი ფამაგუსტას ანორთოსისში ითამაშებს - ამის შესახებ, კვიპროსული კლუბის ვებგვერდი იტყობინება. "27 წლის ქართველთან პრინციპული შეთანხმება მიღწეულია, კონტრაქტი კი სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ გაფორმდება", - ნათქვამია განცხადებაში.

შოთა გრიგალაშვილი უკანასკნელ პერიოდში ხაბაროვსკის სკა-ენერგიაში გამოდიოდა, სადაც 8 თამაშში 1 გოლი გაიტანა. გრიგალაშვილს სხვადასხვა დროს, ვლადიკავკაზის ალანიას, გორის დილას, ზესტაფონის, მესხეთის, ბორჯომის და დინამო თბილისის შემადგენლობაში უთამაშია.

კომენტარები