საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საერთო კრება ჩატარდა, სადაც მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა.
პრეზიდენტობის მსურველი ორი კანდიდატურა იყო - აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე და აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე. ფარული კენჭისყრის შედეგად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტად აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე აირჩიეს.





