ციხის კადრები

ხიდაშელი და კვაჭანტირაძე ბედუკაძისთვის ბრალდების მოხსნას არ ეთანხმებიან

ვლადიმერ ბედუკაძე
www.radiotavisupleba.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თინა ხიდაშელი და ზვიად კვაჭანტირაძე პატიმართა წამების გახმაურებული კადრებს ავტორის, ვლადიმერ ბედუკაძის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას არასწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ. ამის შესახებ დეპუტატებმა რუსთავი-2-ის გადაცემა პოზიციაში განაცხადეს.

"ბედუკაძესთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება არის ცნობილი, არსებობს დანაშაულებები, რომელთა პატიება არ შეიძლება არვითარ შემთხვევაში. როდესაც საუბარია წამებაზე, არავითარ შემთვევაში არ შეიძლება საუბარი იყოს პასუხისმგებლობის მოხსნაზე", - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, მისთვის ეს გადაწყვეტილება "შოკისმომგვრელი" იყო. მისი თქმით, ბედუკაძე პირდაპირ კავშირშია ადამიანის წამებასთან და ამაზე მან პასუხი უნდა აგოს. "ვერანაირი გირაოს და ვერანაირი გარიგების სანაცვლოდ, სრული თავისუფლება და პასუხისმგებლობის მოხსნა ამ ადამიანისათვის დაუშვებელი და  წარმოუდგენელი იყო", - აღნიშნა კვაჭანტირაძემ. 

მან ასევე აღნიშნა, რომ "ალბათ ხვალ და ზეგ ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვინც არასწორ  გადაწყვეტილებებს იღებს". 

 

კომენტარები