რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

ლუკაშევიჩი: რუსეთი მზადაა საქართველოსთან სატრანსპორტო მიმოსვლა განიხილოს

freethisworld.com

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებით, რუსეთი მზად არის საქართველოსთან სატრანსპორტო მიმოსვლის საკითხები განიხილოს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ლუკაშევიჩის განმარტებით, ტრანსპორტის სამინისტროსა და სატრანსპორტო სააგენტოს წარმომადგენლები, პირველ რიგში, რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის პირობების განხილვას გეგმავენ. 

"გარკვეული დინამიკა უკვე შეინიშნება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიოთ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში", - აღნიშნა ლუკაშევიჩმა.

აღნიშნულს გამოეხმაურა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი. მისი განცხადებით, რუსეთთან რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა "ზოგადად ცუდი არ არის".

"მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი წვალობს რუსეთში ჩასასვლელად. საერთოდ მიმაჩნია, ჯობია საქართველოს მოქალაქეებმა ნელ-ნელა სხვა ორიენტაცია აიღონ და სხვა ქვეყნებში ჰქონდეთ ბიზნესი, მაგრამ მე ვერავის ვერ ვუკარნახებ, როგორ და რა ფორმით წარმართონ თავიანთი მომავალი პერსპექტივები. თუ მათ მიაჩნიათ, რომ რუსეთში უნდა ჰქონდეთ ბიზნესი, ჩვენ ხელს შევუწყობთ ასეთ კატეგორიას", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები