ტრანსფერი

ლევან მჭედლიძე პარმაში ითამაშებს

ლევან მჭედლიძე
sortall.ambebi.ge

ლევან მჭედლიძე შემდეგი სეზონიდან იტალიურ პარმაში ითამაშებს. როგორც გამოცემა Corriere dello Sport-ი იუწყება, მჭედლიძე ერთი წლის განმავლობაში კვლავ მის ამჟამინდელ კლუბში, ემპოლიში ითამაშებს, გაისად კი პარმას შეუერთდება.

ემპოლი სერია B-ში ასპარეზობს, ხოლო პარმა სერია A-ს უკანასკნელ გათამაშებაში მე-10 ადგილზე გავიდა. 

შეგახსენებთ, რომ ლევან მჭედლიძეს სერია A-ში უკვე აქვს ნათამაშები პალერმოს რიგებში, მან იუვენტუსისთვის გოლის გატანაც მოახერხა.

კომენტარები