აღმსარებლობის თავისუფლება

ზაქარეიშვილი სამთაწყაროში მუსლიმთა ლოცვას დაესწრო

ტაბულა

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში, ინტერპრესნიუსის ცნობით, მუსლიმთა პარასკევის ტრადიციული ლოცვა გაიმართა. ლოცვა ექსცესების გარეშე მიმდინარეობდა და მას რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ესწრებოდა.

ზაქარეიშვილი მუსლიმთა ღვთისმსახურების დაწყებამდე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მოუწოდა, მუსლიმებს ლოცვაში არც მომდევნო კვირებში შეუშალონ ხელი. მინისტრის თქმით, ის სამთაწყაროში მომავალ პარასკევსაც ჩავა და მუსლიმთა ლოცვის მიმდინარეობას ადგილზე დააკვირდება.

სოფელ სამთაწყაროში იმყოფება სრულიად საქართველოს მუფთის მოადგილე და ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

კომენტარები