ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
უმაღლესი განათლება

სტუდენტები და პროფესორები აქციას მართავენ

პარასკევი, 14 ივნისი, 2013 - 12:46
tbl.ge/9j2
დაკოპირდა
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

სტუდენტები და პროფესორები უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა ილიას უნივერსიტეტიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტამდე აკადემიური სოლიდარობის ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. აქცია განათლების სამინისტროსთან გრძელდება.

სტუდენტები და პროფესორები მიიჩნევენ, რომ ცვლილებების პროექტი უნივერსიტეტების ავტონომიას ზღუდავს. მათი მოთხოვნაა, საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტის განხილვა შეჩერდეს და მასზე მუშაობა სხვა ფორმატში, დაინტერესებული მხარეების ინტენსიური მონაწილეობით, დაიწყოს.

საპროტესტო აქციას გამოეხმაურა განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილიც. მისი თქმით, ის დღეს ქალაქიდან გადის და სტუდენტებს ვერ შეხვდება, თუმცა მომავალში, ეს შეხვედრა, შესაძლოა, შედგეს.

"ისტერიასთან დიალოგი ძალიან რთულია. რაც შეეხება სტუდენტების აქციას, მე მივესალმები სტუდენტების პოლიტიკურ აქტიურობას. ვისურვებდი, რომ მათი პოლიტიკური აქტიურობა უფრო შინაარსობრივი იყოს და ღრმად ჩაიხედონ იმ კანონმდებლობაში და პროცესებში, რაც მიმდინარეობს", - ამბობს მარგველაშვილი.

დღეს, 14 ივნისს, პარლამენტში უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით უყრიან კენჭს. უმცირესობის დეპუტატების გარდა, პროექტს მხარს არ უჭერს უმრავლესობის წარმომადგენელთა ნაწილიც.

"სამწუხაროდ, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა კანონპროექტი განიხილა და ისეთი ცვლილებებია, რომელიც არ ცვლის ძირითად არსს იმ პუნქტთან დაკავშირებით, სადაც მე მაქვს წინააღმდეგობა, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს პრემიერმინისტრი. ეს პუნქტი თუ არ შეიცვალა, პირადად მე, ამ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერ. კომიტეტში კანონპროექტი უკვე განხილულია და ისეთი ცვლილება არ შესულა, მე რომ მომეწონოს", - აცხადებს უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი.

უმაღლესი განათლებაილიას უნივერსიტეტიაქციააკადემიური სოლიდარობის ჯაჭვიკანონპროექტიპარლამენტი

ამავე თემაზე

  • ოთხშაბათი, 26 ნოემბერი, 2025 - 15:21კობახიძე: სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორის ანაზღაურება უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს
  • ოთხშაბათი, 27 ნოემბერი, 2024 - 20:10რა მიზეზებით არ მოეთხოვება დასავლეთში პოლიტიკურ ლიდერს დიპლომი?
  • კვირა, 18 სექტემბერი, 2016 - 17:58ტაბატაძე: ცუდ ლექტორებს და ცუდ აკადემიურ საბჭოს ურჩევნიათ, ჰყავდეთ ცუდი რექტორი
  • ხუთშაბათი, 18 თებერვალი, 2016 - 15:44სანიკიძე: რეფორმა სტუდენტების დასაქმების გარანტიას გვაძლევს
  • ხუთშაბათი, 17 აპრილი, 2014 - 14:10განათლებული ელიტა საჯარო სამსახურში

კომენტარები

ბოლო სიახლეები

საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს (რ)
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 15:52

საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს (რ)

ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 15:25

ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საერთაშორისო სამართალს ხაზი გადაუსვა - პაპუაშვილი
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 15:20

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საერთაშორისო სამართალს ხაზი გადაუსვა - პაპუაშვილი

ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €120 მილიონს გამოყოფს
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 15:05

ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €120 მილიონს გამოყოფს

პაპუაშვილი: რეზოლუციამ გაგვიჩინა კითხვა, რამდენად იქნება ეუთო მტკიცე ზეწოლის წინააღმდეგ
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 15:05

პაპუაშვილი: რეზოლუციამ გაგვიჩინა კითხვა, რამდენად იქნება ეუთო მტკიცე ზეწოლის წინააღმდეგ

ყველაზე კითხვადი

ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
1ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
2სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
3რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
4რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
5"აივნის მოაჯირიდან მაგდებდა" - შსს-ს მაღალჩინოსანს ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕