დაკავება

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა.

დაკავებულთა შორის არიან 1978 წელს დაბადებული იმედა ა., 1959 წელს დაბადებული ირაკლი კ., 1979 წელს დაბადებული ალექსანდრე მ., 1974 წელს დაბადებული რუსლან ჩ. და 1972 წელს დაბადებული ლევან კ.

უწყების ცნობით, ხუთივე პირი ბათუმში ერთდროულად დააკავეს. განცხადების მიხედვით, დაკავებულები, ე. წ. ქურდული წილების მისაღებად, აჭარაში ბიზნესმენებზე ზეწოლას ახდენდნენ. ყველა მათგანი წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის მრავალჯერ არის ნასამართლევი.

ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები ერთობლივად ჩაატარეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები