საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების კანონპროექტს ეხმაურება. მათი აზრით, კანონპროექტი შეიცავს რამდენიმე ისეთ დებულებას, რომელიც შეშფოთების საგანს წარმოადგენს და შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს უნივერსიტეტების საქმიანობასა და აკადემიურ დამოუკიდებლობას. "მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ განიხილოს აღნიშნული კანონპროექტი დაჩქარებული წესით და მისცეს ყველა დაინტერესებულ მხარეს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და კანონშემოქმედებით პროცესში ჩართვის საშუალება", - აცხადებს ორგანიზაცია. გუშინ, 12 ივნისს, ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც. ორგანიზაციამ მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, დაჩქარებული წესით არ განიხილოს უმაღლესი განათლების კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, ყველას მისცეს განხილვაში ჩართვის შესაძლებლობა და მთავრობასთან ერთად, გადადგან ნაბიჯები უნივერსიტეტის ავტონომიურობის გასაძლიერებლად. განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი მარგველაშვილს მიმართვას უგზავნიან საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, კურსდამთავრებულები და პროფესორებიც იმ მოთხოვნით, რომ შეჩერდეს პარლამენტში უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის განხილვა.

tbl.ge/yyg
დაკოპირდა
ცვლილებები უმაღლესი განათლების შესახებ კანონშიუნივერსიტეტის ავტონომიასაიაგანათლებაუმაღლესი განათლებასაერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
ამავე თემაზე
- კობახიძე: სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორის ანაზღაურება უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს
- რა მიზეზებით არ მოეთხოვება დასავლეთში პოლიტიკურ ლიდერს დიპლომი?
- ტაბატაძე: ცუდ ლექტორებს და ცუდ აკადემიურ საბჭოს ურჩევნიათ, ჰყავდეთ ცუდი რექტორი
- სანიკიძე: რეფორმა სტუდენტების დასაქმების გარანტიას გვაძლევს
- განათლებული ელიტა საჯარო სამსახურში




