ოკუპირებული ტერიტორიები

სოფელ ავნევში რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა მამა-შვილი დააკავეს

radiotavisupleba.ge

ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარე სოფელ ავნევში, რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა კიდევ ორი ადამიანი, მამა-შვილი ზვიად და ვახტანგ ჟღენტები, დააკავეს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით. როგორც შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა ტაბულას განუცხადა, არასრულწლოვანი შვილი გაათავისუფლეს, მამა კი კვლავ დაკავებულია.

ინტერპრესნიუსის ცნობით, მამა-შვილი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მსხვილფეხა პირუტყვს მწყემსავდნენ, როცა დააკავეს და ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს. ადგილობრივების მტკიცებით, ჟღენტები დაკავებისას ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

კომენტარები