ISAF-ის მისია

აშშ-ის ელჩი: ქართველი სამხედროების მსხვერპლი უკვალოდ არ ჩაივლის

georgia.usembassy.gov

ამერიკის შეერთებილი შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დარწმუნებულია, რომ ქართველი სამხედროების მსხვერპლი უკვალოდ არ ჩაივლის. ამის შესახებ ნორლანდმა სამების ტაძარში ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების პანაშვიდის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ვიზიარებ ქართველი ხალხის მწუხარებას, თანავუგრძნობ დაღუპული სამხედროების ოჯახებს, რომლებმაც ძმები, მამები, შვილები და მეუღლეები დაკარგეს, თუმცა, მნიშვნელოვანია მათ იცოდნენ, რომ ამ მწუხარებაში მარტო არ არიან, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ და ქართველი სამხედროების მსხვერპლი უკვალოდ არ ჩაივლის", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

კომენტარები