პატრიარქის განცხადება

ილია მეორე გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახებს უსამძიმრებს

პატრიარქი

ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო, კათოლიკოს-პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"დიდია ჩვენი მწუხარება და გულისტკივილი ავღანეთში ა.წ. 6 ივნისს გარდაცვლილი საქართველოს ჯარისკაცების გამო. ვწუხვართ დაჭრილთა და ყველა იმ დაზარალებულთათვის, რომელთაც მიიღეს სხეულის დაზიანება. აღვავლენთ ლოცვებს თეიმურაზ ორთავიძის, გიორგი ადამოვის, ზურაბ გურგენაშვილის, მიხეილ ნარინდოშვილის, ბორის ცუგოშვილის, ზვიად სულხანიშვილის და გიორგი ღუჭაშვილისთვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სული, ხოლო მათ მშობლებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს მოანიჭოს ჭირსა შიგან სიმტკიცე და მშვიდობა", -  ნათქვამია საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზე გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები