პატრიარქის განცხადება

პატრიარქი: უნდა დავიცვათ წეს-ადათი, მაგრამ არ უნდა იყოს ძალადობა

პატრიარქი

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, სტამბოლში, სადაც ის კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეოსს მილანის ედიქტის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სტუმრობს, მეცხრე არხს ინტერვიუ მისცა. კათოლიკოსი 17 მაისს განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. 

"ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი წესები, ჩვენი წეს-ადათი, მაგრამ, ამავე დროს, არ უნდა იყოს ძალადობა და არავინ არ უნდა მოახვიოს ერთმანეთს თავისი იდეები. მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ეს მოხდა იმ დროს, როცა სამი ჯარისკაცის გლოვა იყო საქართველოში და ეს ძალიან ცუდია, რომ ამასაც არ მიაქციეს ყურადღება", - აცხადებს ილია მეორე.

სრულად ინტერვიუს მეცხრე არხი საღამოს გაავრცელებს.

კომენტარები