ვილნიუსის სამიტი

ფულე: ვიმედოვნებ, ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შეთანხმების პარაფირება მოხდება

dt.ua

გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი, შტეფან ფულე იმედოვნებს, რომ 28-29 ნოემბერს, ვილნიუსის სამიტზე, საქართველოსთან, მოლდოვასთან და სომხეთთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება მოხდება. ამის შესახებ შტეფან ფულემ ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისივე თქმით, სამიტზე მიღწეული იქნება პროგრესი რიგ ქვეყანებთან ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. 

28-29 ნოემბერს, ვილნიუსის სამიტზე, ევროკავშირი ხელს მოაწერს ასოცირების შესახებ შეთანხმებას უკრაინასთან, რასაც თავად ფულემ "პოსტსაბჭოთა სივრცეში სრულიად ახალი სიტყვა და თამაშის წესების ცვლილება" უწოდა. 

კომენტარები