ენერგეტიკა

ყაზტრანსგაზის საკითხთან დაკავშირებით ორმხრივი კომისია შეიქმნება

https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial?fref=ts

ყაზტრანსგაზ თბილისის ყაზახური მხარისთვის გადაცემის საკითხზე ორმხრივი კომისია იმუშავებს. ეს გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის ასტანაში ვიზიტისას იქნა მიღებული. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია იმედი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, კალაძე დღეს ყაზახეთის პრემიერ მინისტრს შეხვდა. კალაძემ კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო კომპანიის გადაცემის და არსებული პრობლემების გადაჭრაზე მუშაობის მზადყოფნას გამოთქვამს. 

ქართულ ბაზარზე დარჩენის სურვილი გამოთქვა ყაზახეთის ნავთობისა და გაზის მინისტრმა და კომპანია ყაზმუნაიგაზის წარმომადგენლებაც. მათი თქმით, ყაზტრანსგაზ თბილისთან დაკავშირებით არსებული პრობლემების მოგვარებაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მათი მხრიდან სამომავლოდ საქართველოში ინვესტიციების განხორციელება.

ამასთან, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სერიკ ახმეტოვმა განაცხადა, პრობლემატური საკითხების გადაწყვეტა შესაძლებელია, ხოლო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ხელს შუწყობს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტიც, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება.

კომენტარები