ოკუპირებული ტერიტორიები

ლევან ბეჟაშვილი: საოკუპაციო ზოლის გადმოწევამდე ადგილიდან ქართული სპეცრაზმი მოიხსნა

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის ლევან ბეჟაშვილის თქმით, საოკუპაციო ხაზის გადმოწავამდე რამდენიმე დღით ადრე ადგილიდან ქართული სპეცრაზმი მოიხსნა. ბაჟაშვილის მტკიცებით, სპეცრაზმს საზღვრის დაცვა ევალებოდა და მისი მოხსნა ეჭვს აჩენს. 

"ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს დროული რეაგირება იმაზე, რაც მოხდა შიდა ქართლში. რა მნიშვნელობა აქვს, ეს 200 მეტრით იყო თუ 300 მეტრით, ყოველი მეტრი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქართველი ხალხი მოვითხოვთ დროულ რეაგირებას", - აღნიშნა ბეჟაშვილმა.

რუსმა მესაზღვრეებმა სოფელ დიცთან მავთულხლართები გაავლეს. შსს-ის ცნობით, ეს კანონდარღევაა და აღნიშნული უკანონო ქმედების საკითხს 31 მაისს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე დააყენებენ.

კომენტარები