ოკუპირებული ტერიტორიები

ფანჯიკიძე: წარმოუდგენელია კარასინთან შეხვედრაზე საოკუპაციო ზოლზე საუბარი არ იყოს

facebook.com/maiapanjikidzeofficial

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის თქმით, წარმოუდგენელია აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე საუბარი საოკუპაციო ზოლის გადმოწევას არ შეეხოს.ფანჯიკიძის თქმით, კონსულტაციების შედეგად გადაწყდება თუ როგორ მოხდება ამ თემაზე საუბარი.

"უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხები ჟენევის ფორმატის საკითხებია, თუმცა, წარმოუდგენელია, მომხდარიდან რამდენიმე დღეში დაგეგმილ შეხვედრაზე ამ თემას ბატონი აბაშიძე და კარასინი საერთოდ არ შეეხონ", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

ზურაბ აბაშიძის თქმით, ის კარასინთან საოკუპაციო ზოლის გადმოწევაზე არ ისაუბრებს, რადგან ეს ჟენევის ფორმატის საკითხია.

რუსმა მესაზღვრეებმა სოფელ დიცთან მავთულხლართები გაავლეს. შსს-ის ცნობით, ეს კანონდარღევაა და აღნიშნული უკანონო ქმედების საკითხს 31 მაისს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე დააყენებენ

კომენტარები