საქართველოს პარლამენტი

ქართულ ოცნებას პროკურატურასთან დაკავშირებული კანონპროექტი უკან გააქვს

parliament.ge

ფრაქცია ქართული ოცნება პროკურატურასთან დაკავშირებულ პაკეტს უკან გაიტანს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა. უსუფაშვილის თქმით, კობა დავითაშვილის მიერ შემუშავებული კანონპროექტის შესახებ კიდევ იმსჯელებენ და მეორე მოსმენით მასში გარკვეული საკითხები დაზუსტდება.

პროკურატურის იუსტიციის სამინისტროსგან გამიჯვნის საკითხზე პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივა - ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით გასულ კვირას შევიდა. ამასთან, პარლამენტს პირველი მოსმენით მიღებული აქვს დეპუტატ კობა დავითაშვილის მიერ მომზადებული "პროკურატურის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარლამენტში დეკემბერში შევიდა

კომენტარები